ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჩივილები არ აქვთ.

„ჩვენთან მყოფი არცერთი პაციენტის მდგომარეობა ცუდი არ არის, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია, ტემპერატურა არცერთს არ უფიქსირდება და ჩივილებიც არ აქვთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის 3-ს რამდენიმე დღის წინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დილას ლუგარის ცენტრიდან 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, მათ არც A და არც B ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ.

რაც შეეხება დანარჩენ 8 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა