გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის ინფორმაციით, ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 180 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალში დაკვირვებას ოთხი პაციენტი გადის და არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება.

როგორც დავით ბარლიანმა აღნიშნა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე პირველი მარტიდან მოეწყო და მასში საჭიროების შემთხვევაში, 180 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.

„ჩვენ მივიღებთ მხოლოდ რისკ ჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც მოვათავსებთ იზოლირებულ პალატებში, ბოქსებში და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში. დავიცავთ მთელ რეგულაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მოწოდებული. ჩვენ გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი, რომლებიც იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ და ანალიზებიდან გამომდინარე მათ არ უდასტურდებათ აღნიშნული ვირუსი“, - განაცხადა დავით ბარლიანმა. ამასთან, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, დაკვირვების ქვეშ მყოფი სამხედროები იტალიიდან ჩამოვიდნენ.

მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული პალატები რამდენიმე კორპუსშია განლაგებული, რაც საჭიროების შემთხვევაში პაციენტების იზოლირების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო