არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით

ეპიდემიური კონტროლის ზომებს პარლამენტიც უერთდება. შემოსასვლელებსა და იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი კორონავირუსის შესახებ საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეპიდემიური კონტროლისთვის ეფექტური ზომები გაატარა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო პერსონალს ეფექტური მუშაობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, ვინც გაგებით მოეკიდა ეპიდემიური კონტროლისთვის შემოღებულ ზომებს.

„საქართველომ გადადგა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაგებით მოეკიდა ეპიდემიური კონტროლისთვის შემოღებულ ზომებს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ინფექციის გავრცელების შეკავებას, ვინაიდან საქართველო ევროპის მასშტაბით, ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. თუ შეადარებთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებს და ქრონოლოგიას, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო. პარლამენტიც უერთდება ეპიდემიური კონტროლის ზომებს. შემოსასვლელებსა და იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით. გარდა ამისა, პერიოდულად მოხდება ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც ადამიანებს აქვთ ხშირი შეხება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით