ეკა ბესელია - 40%-იან პრინციპზე შეთანხმების მზაობა არის, თუმცა ამას სჭირდება სხვა ჩამკეტი მექანიზმები, რათა მანდატების მანიპულაციით მისი ეჭვქვეშ დაყენება არ მოხდეს

40%-იან პრინციპზე შეთანხმების მზაობა არის, თუმცა ამას სჭირდება სხვა ჩამკეტი მექანიზმები იმისთვის, რომ მანდატების მანიპულაციით მისი ეჭვქვეშ დაყენება არ მოხდეს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, იქამდე, ვიდრე გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს თუ არა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს, მნიშვნელოვანია გაირკვეს, როგორი იქნება მისი წერილობითი ფორმულირება.

„გაჩნდა შანსი, რომ გარკვეული კონსენსუსი შედგეს და რამდენიმე პრინციპულ საკითხზე მაინც შესაძლებელი გახდეს შეთანხმება. პირველი ეს არის 40%-იანი პროპორციული ზღვარი ყველა იმ პარტიისთვის, ვისაც მთავრობის დაკომპლექტების პრეტენზია აქვს. ამ პრინციპზე შეთანხმების მზაობა არის, თუმცა ამას სჭირდება სხვა ჩამკეტი მექანიზმები იმისთვის, რომ არ მოხდეს მანდატების მანიპულაციით ამ პრინციპის ეჭვქვეშ დაყენება. ამიტომ, ვიდრე ჩემს აზრს გეტყოდეთ, რას დავუჭერ მხარს და რას - არა, მნიშვნელოვანია წერილობითი ფორმით ვნახო ეს ფორმულირება. ერთია, რა ისმის ზეპირად, მეორეა, რა დაიწერება კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში. ხშირად გვინახავს ზეპირი განცხადება, რომელიც წერილობით ფორმულირებაში აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელი იყო. გარდა ამისა, საჭიროა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებშიც იქნება მსჯელობა და გავიგებთ მეტ დეტალს, ვინ რა პოზიციაზე დგება.

უპრეცედენტო ძალისხმევა გამოიჩინეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატებმა. მათ მართლაც ეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა, რომ არ დაიღალნენ და იყო საოცარი კოორდინაცია. საპასუხისმგებლოა, რომ ეს პროცესი ჩვენი მხრიდანაც დანახული იყოს,“ - განაცხადა ბესელიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს