ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით დაიღუპა

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰამედ მირმოჰამადი თეირანის საავადმყოფოში დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ექსპერტების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში 5.5.%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებს. ამასთან, როგორც ცნობილია ქვეყნიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. გავრცელებული ცნობებით, ირანიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას სხვა ქვეყნების გეგმავენ.

ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით 1000-მდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. არაოფიციალური ცნობებით კი, ვითარება ქვეყანაში საგანგაშოა და დაღუპლთა და დაინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს მკვეთრად აღემატება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს