ბექა ნაცვლიშვილი უკანასკნელი საცხოვრისიდან საპოლიციო გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოდის

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი უკანასკნელი საცხოვრისიდან საპოლიციო გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს ბიუროს მივმართავ, რომ გამოსახლებაზე გამოცხადდეს მორატორიუმი მინიმუმ იმ დროის განმავლობაში, სანამ არ მოწესრიგდება კანონმდებლობა. ჩანიშნულია გამოსახლება ახლა 4 რიცხვში, 30 - ში, ასევე გორშია გამოსახლება. აქედან გამომდინარე ეს ადამიანები დაკარგავენ უკანასკნელ საცხოვრისს და რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია სწორი სოციალური პოლიტიკა, ეს არის მიზეზი, რომ ადამიანებს უწევთ ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლად საკუთარი საცხოვრისის დაგირავება ან იპოთეკით დატვირთვა. ამიტომ, მე დღეს უნდა შევიდე ბიუროზე და ყველა კომიტეტზე ინიციატივით, რომ მორატოროუმი გამოცხადდეს პოლიციიურ გამოსახლებაზე, რათა ოჯახებმა არ დაკარგონ საბოლოო საცხოვრისი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა