საქართველოში პირბადეების წარმოების სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა

საქართველოში პირბადეების წარმოების სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში კომერციული საიდუმლოების მოტივით არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს ქვეყანაში პირბადეების დამზადების სურვილი.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა სამინისტროსგან პირბადეების წარმოების თანხმობა უკვე მიიღეს. ჯანდაცვის უწყების განმარტებით, კომპანიებმა პირბადეების საწარმოებლად აღჭურვის პროცესი უკვე დაიწყეს.

„ჯანდაცვის უწყებიდან მათ აქვთ დავალება მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ წარმოების დაწყება“, - განაცხადეს ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურში.

აქვე აღსანიშნავია, რომ „ინტერპრესნიუსი“ დაუკავშირდა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს, მათ შორის - „პე-ეს-პე“-ს, „ავერსს“ და „ჯი-პი-სის“, სადაც აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივად პირბადეების წარმოების შესაძლებლობა არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პირბადეების წარმოებას კორონავირუსთან დაკავშირებული ვირუსის გამო, ბაზარზე შექმნილი დეფიციტის გამო იწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა