„თავისუფალი საქართველო“ - წულუკიანის უწყებამ მოვალეების გამოსახლებები განაახლა

„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, წულუკიანის უწყებამ ვალაუვალი მოვალეების გამოსახლება განაახლა“.

მათივე ცნობით, 4 მარტს, 15:00 საათზე, საგურამოში დანიშნულია კერძო მევახშის მიერ უნდილაშვილების ოჯახის საპოლიციო გამოსახლება.

„ნასესხები 8 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოვალემ კრედიტორს საგურამოში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, რომლის ღირებულებაც 50 000 აშშ დოლარზე მეტია, მაგრამ მევახშე მაინც ცდილობს უნდილაშვილების 120 000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლის დაპატრონებას. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს, მოვალე ახლაც მზად არის კრედიტორთან მოლაპარაკებისთვის და დამატებითი თანხის გადახდისთვის, მაგრამ მევახშე ყოველგვარ შეღავათზე უარს აცხადებს და ცხრასულიან ოჯახს გამოსახლებით ემუქრება.

„თავისუფალი საქართველო“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან აღსრულების პროცესს მისი შეჩერების მიზნით. მოვუწოდებთ, როგორც საგურამოს მაცხოვრებლებს, ისე ყველა კეთილი ნების ადამიანს, მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ პროტესტში. ერთად ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ უსამართლობა“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა