დავით სერგეენკო ინფექციურ საავადმყოფოზე - დიდწილად ჩემი ბრალიცაა, რომ ვიდრე მინისტრი ვიყავი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება - მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს

ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ - მინისტრის მრჩეველის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს გადატანა, „დიღმის კლასტერში" მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, წუხს, რომ ყაზბეგის ქუჩიდან ინფექციური საავადმყოფოს გადატანა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.

„მე მართლაც ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს დიდწილად ჩემი ბრალიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი ჩემი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა სხვადასხვა გადაჭრის გზები მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამის გაკეთება.

პირველი 2013-2014 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რომ მოვლაპარაკებულიყავით იმ იურიდიულ დონეზე, იმ კონტრაქტით რაც არის გაფორმებული მეპატრონესა და სახელმწიფოს შორის და ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ, გვქონდა მცდელობა, რომ იგივე ფართი მოგვეძებნა, სადაც იჯარით ავიღებდით, სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას, სამწუხაროდ ესეც ვერ მოხერხდა რადგანაც სპეციფიური არის ინფრასტრუქტურის მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო ეტაპი, რომ გამოიყო მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე, დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანეთ სამწუხაროდ ბოლომდე. ახლა არის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გამზადებული ინფრასტრუქტურა არის „დიღმის კლასტერში" სადაც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას. როგორც მე ვიცი წლის ბოლოსთვის უკვე მოხდება გადასვლა",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა