დავით სერგეენკო - კორონავირუსის პანდემიას ქვეყანა ცალსახად მომზადებული დახვდა

ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიას ქვეყანა ცალსახად მომზადებული დახვდა.

სერგეენკოს თქმით, ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა არსებობს, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებთან არის შეთანხმებული და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთლიანად საზოგადოებამ ყურადღებით მოუსმინოს და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. რა თქმა უნდა, ამ ინფექციის არსებობა ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა ისეთი პანიკის საფუძველი, როგორიც სამწუხაროდ, გვაქვს ამ დღეებში. რეკომენდაციები ცალსახად უნდა შესრულდეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი იქნება კონტროლის ქვეშ.

საქართველო ჩართული არის საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომლის მრავალი წესებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთ პანდემიაზე მზადყოფნის სამოქმედო გეგმა. ასეთი გეგმა არსებობს და შეჯერებული იყო საერთაშორისო ექსპერტებთან. მთლიანად პანდემიის ტვირთის აწევა ყველა ჯანდაცვის სისტემას უჭირს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის რეაგირება, რაც არის ამ დღეებში, არის სწორი, ადეკვატური და ცალსახად სისტემა დახვდა მომზადებული.

საკარანტინო სივრცეები შერჩეული არის შეძლებისდაგვარად, მართლაც მაქსიმალური კომფორტით ამ ადამიანებისთვის. შეიძლება იყო ცალკეული ხარვეზები, რომელზეც პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს სისტემური პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულების მზაობას, იმ მოცემულობისთვის, რაც დღეს არის, ეს მზაობა ცალსახად არის, თუკი გახდა უფრო დიდი მაშტაბები საჭირო, ვფიქრობ, რომ ესეც შესაძლებელი იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა