გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი.

ირაკლი შოთაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს და საგამოძიებო მიმართულების შედეგებს გაეცნო. საუბარი შეეხო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული სამოხელეო დანაშაულის გამოძიების პროცესში არსებულ გამოწვევებს.

ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნით, რაც საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამომძიებლებისა და პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებად ერთობლივი ტრენინგების ჩატარებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების განხორციელების პროცესს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით, ღიად და გამჭვირვალედ წარმართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო