დავით ჭიჭინაძე - რაც ხალხმა საკუთარი ღირსებით და სისხლის ფასად მოიპოვა, არ შეიძლება არც მთავრობასთან ივაჭრო კაბინეტებში და არც სადილებზე გაცვალო

„იმაზე, რაც ხალხმა საკუთარი ღირსებით და სისხლის ფასად მოიპოვა, არ შეიძლება არც მთავრობასთან ივაჭრო კაბინეტებში და არც სადილებზე გაცვალო უცხოელ პარტნიორებთან, რადგან პროპორციული არჩევნები კაბინეტებში, სადილებზე და ვახშმებზე არ მიუღიათ“, - ამის შესახებ მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის ინტერესების კულუარულად განხილვა ამორალურია.

„20 ივნისის შემდეგ „ოცნებამ“ ხალხი გადააგდო და ვინც დღეს მათთან ერთად კაბინეტებში ჯდება, მათ არც ხალხი აინტერესებთ და არც მათი მონაპოვარი, ისინი მხოლოდ საკუთარი გადარჩენის საშუალებას ეძებენ - ერთმანეთთან ვაჭრობით და უცხოელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, ვის მხარეს აირჩევს, რადგან ზუსტად იციან რომ ხალხი მათ მხარეს აღარასოდეს დადგება. ხალხის ინტერესების კულუარულად განხილვა ამორალური მგონია.

მითუმეტეს, რომ ამ შეხვედრებზე პრაქტიკულად ყველაფერი „ევროული საქართველოს“ დომინაციით მიმდინარეობს - პარტიის, ვისაც ხალხის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს.

ანუ, არავის აქვს იმის უფლება, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა - ხალხი თამაშიდან გაიყვანოს. ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ ხალხს უნდა ჰკითხოს, აქვს თუ არა მას სადმე წასვლის და მათი სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლება და მხოლოდ ამის შემდეგ დასხდნენ, თუნდაც სადილზე და თავის წარმოჩენას შეეცადონ. დღევანდელ რეალობაში კი, ერთი რამ იკვეთება, რომ ხალხი, ამ ე.წ. პოლიტიკური ელიტისთვის“ მხოლოდ საარჩევნო მასალაა და მეტი არაფერი. ჩვენი პოლიტიკური ელიტის კლასი კი ძალიან დაბალია, მაგრამ ხალხია სამაგიეროდ ბრძენი და ეს შემოდგომაზე გამოჩნდება”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნული ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა