ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ამჟამად 14 ახალი ნიმუშია, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეში 97 ადამიანია მოთავსებული.

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად, საიდანაც სამია დადასტურებული, რომელიც მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. სამივე მათგანი მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და იქ მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი და მკურნალობა. პარალელურად დღეს კარანტინულ იზოლაციაში 97 ადამიანია მოთავსებული და ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევა. დღეს დილას ლუგარში კიდევ შემოვიდა 14 ნიმუში, ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ინფექციურიდან, რომელთა პასუხები იქნება დღის მეორე ნახევარში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.

„მოგეხსენებათ, გახანგრძლივდა სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების არდადეგები, მოწოდება გვქონდა, რომ დიდი თავშეყრის ღონისძიებებს მოვრიდებოდით, თეატრებმა და დიდი თავშეყრის ადგილებმა შეაჩერეს მუშაობა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შესაბამისი ჰიგიენური დამუშავება. რეკომენდაციები რჩება კვლავ იგივე. ძირითადი რეკომენდაციაა, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ ავარიდოთ თავი მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში. ესენია: სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია, თუმცა, მოგეხსენებათ ისიც, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში სერიოზულად მოიმატა ინფიციქრებულთა რაოდენობამ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს