გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე - რამდენადაც ვიცი, ჩვენი იდეების განხილვას არ აპირებენ

ის იდეები, რომელიც იქნა განხილული არაფორმალურ შეხვედრებზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” და ოპოზიციისთვის მთლიანად მიუღებელია. რაც შეეხება ჩვენს იდეებს, რამდენადაც ვიცი, განხილვას არ აპირებენ, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მათი მხრიდან ოფიციალური შეთავაზება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიფინგზე თავიანთი შეთავაზების ყველა დეტალს გააჟღერებენ.

„ის იდეები, რომელიც იქნა განხილული არაფორმალურ შეხვედრაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ოპოზიციისთვის მთლიანად მიუღებელი. რაც შეეხება ჩვენს იდეებს, რამდენადაც ვიცი განხილვას არ აპირებენ, ჩვენი მხრიდან ოფიციალური შეთავაზება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიფინგზე ყველა დეტალს გააჟღერებენ თუ რა არის მათ შეთავაზებაში. ამის შემდეგ ოფიციალურად გავცემთ პასუხს და ვიტყვით რა არის ჩვენი იდეები და როგორ უნდა მოხდეს კომპრომისი. ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნები რჩება ზუსტად იგივე: მაქსიმალურად პროპორციული, ან პროპორციულთან დაახლოებული არჩევნები, პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლება და იმ წარმოებული საქმეების შეწყვეტა, რომლებიც როგორც საზოგადოების, ასევე ოპოზიციის თვალში არის პოლიტიკური დევნა”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა