ე.წ. კანონიერი ქურდის, „ლავას ოღლის“ ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის („ლავას ოღლის“) ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დაკავებულის ადვოკატები აპირებენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის შეტანას როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის წინააღმდეგ.

როგორც უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, 28 თებერვალს მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადიცია უნდა მომხდარიყო, თუმცა ის ისევ თურქეთის საპატიმროში დატოვეს.

„მინდია გორაძის დაპატიმრების ვადა თურქეთში იყო 28 თებერვლამდე, ამის შემდეგ ის უნდა გადმოეცათ საქართველოსთვის და უნდა მომხდარიყო მისი ექსტრადიცია. ეს ადამიანი თურქეთში, ერთ წელიწადზე მეტია იმყოფება პატიმრობაში და თურქეთის ხელისუფლებას მასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ის პატიმრობაში იმყოფება, ეს არის საქართველოში მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. 28 თებერვალს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განათავსეს სადეპორტო განყოფილებაში და ელოდებოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოიყვანდა მას საქართველოში. 29 თებერვალს ჩაატარეს სასამართლო. მისი თურქი ადვოკატის დაუსწრებლად მიიღეს გადაწყვეტილება დაპატიმრების შესახებ და მოათავსეს ისევ ციხეში. ჩვენ ამას თურქ კოლეგებთან ერთად სამართლებრივ შეფასებას მივცემთ და ვაპირებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ვუჩივლოთ როგორც თურქეთის სახელმწიფოს, ასევე საქართველოს იმის გამო, რომ მისი როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები არის უხეშად დარღვეული და შელახული. ის საპატიმროში მოათავსეს იმის გამო, რომ სადეპორტოში გადაყვანის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ წამოიყვანა. თურქეთის კანონმდებლობა მათ საშუალებას აძლევს ასე უვადოდ ჰყავდეთ პატიმრობაში საესტრადიციო პირი“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა