სამხრეთ კორეის რელიგიური ჯგუფის ლიდერმა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს, ბოდიში მოიხადა

სამხრეთ კორეის რელიგიური ჯგუფის ლიდერმა, ლი მე ჰიმ, პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა და ქვეყნის მოსახლეობას პატიება სთხოვა. როგორც ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას სწორედ აღნიშნულ რელიგიურ ჯგუფს უკავშირებენ, რადგანაც მათ ინფიცირებულთა ვინაობა დამალეს და შესაბამის უწყებებთან არ ითანამშრომლეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს განზრახული არ იყო, ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით მისი შეჩერება. პატიებას გთხოვთ“, -განაცხადა ლი მე ჰიმ.

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეამ ერთ-ერთმა რელიგიური ჯგუფის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პროკურორების თქით, მათ განზრახ დამალეს ინფორმაცია ვირუსით ინფიცირებულთა შესახებ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა