გიგა ბოკერია - პროპორციული რომ შემოიტანოს ხვალ ივანიშვილმა, თავს სასაცილოდ არ ჩავიგდებთ და არ ვიტყვით, რადგან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთო - ხმას მივცემთ ყველაფერს, რაც კარგია ქვეყნისთვის

პროპორციული რომ შემოიტანოს ხვალ ივანიშვილმა, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვებთან არ ჩავიგდებთ სასაცილოდ თავს, რომ რადგან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთო, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განმარტებით, მმართველ გუნდთან შეთანხმება ვერ მოხდება, თუ „არ შეწყდება პოლიტპატიმართა დევნა და არ დამტკიცდება არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე“.

„შეთანხმება და ნორმალიზაცია ვერ მოხდება ორივე კომპონენტის დაკმაყოფილების გარეშე - ეს არის პოლიტიკურ პატიმართა დევნა და არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე. თუ ეს ორივე ვარიანტი არ დაკმაყოფილდა, პოლიტიკური შეთანხმება არ მოხდება, მაგრამ პროპორციული რომ შემოიტანოს ხვალ ივანიშვილმა, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვებთან არ ჩავიგდებთ სასაცილოდ თავს, რომ რახან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთო. თქვენ მოელოდით, რომ იტყოდნენ პოლიტპატიმრები გვყავს და ცუდები ვართო? ხმას მივცემთ ყველაფერს, რაც კარგია ქვეყნისთვის, პროპორციული არჩევნები რომ შემოიტანონ ხვალ, აბა არ მივცემთ ხმას? ხმას არ მივცემთ არც 110/40-ზე და არც 120/30-ზე სისტემას, ხმას მივცემთ, რაც ვთქვით მხოლოდ იმას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო