გიორგი ვაშაძე - არ ვიცი, რომელ ოპოზიციას გაიფორმებენ საკუთარ ოპოზიციად - ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ, არ ვაპირებთ, საქართველოს მომავალი გავყიდოთ!

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არანაირი შეთანხმება არ არსებობს და მმართველი გუნდი უკან იხევს.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ოპოზიცია ადგილებით არ ვაჭრობს და არ აპირებს, რომ საქართველოს მომავალი გაყიდოს.

მისივე განცხადებით, ყველა ადამიანი, ვისაც დღეს უჭირს და უმძიმეს ვითარებაშია, უმუშევარია, უბრალოდ მობეზრდა ეს კალამბური სიტყვების და ციფრების თამაში, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

“არ ვიცი, რომელ შეთანხმებაზე საუბრობენ, არ ვიცი, რომელ ოპოზიციას გაიფორმებენ საკუთარ ოპოზიციად, ან საერთოდ ვისზე საუბრობენ. მგონი, ყველა ადამიანი, ვისაც დღეს უჭირს და უმძიმეს ვითარებაშია, უმუშევარია, უბრალოდ მობეზრდა ეს კალამბური სიტყვების და ციფრების თამაში, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, არანაირი შეთანხმება არ არსებობს, დიახ, ისინი უკან იხევენ. ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ, არ ვაპირებთ, რომ საქართველოს მომავალი გავყიდოთ. საოცარი ინფორმაცია გავრცელდა მათი წყაროებიდან, რომ მაგალითად, 15 000 კაცი მესტია-ლენტეხში აირჩევს ერთ მაჟორიტარს და თბილისში სულ 5 მაჟორიტარული ოლქი გვეყოლება - მაგალითად, 300 000 ადამიანი აირჩევს, ასეთი რამ შევარდნაძეს არ გაუკეთებია მაჟორიტარული ოლქებისთვის. თბილისში მაშინაც კი 10 მაჟორიტარული ოლქი იყო. ესენი ფიქრობენ, რომ ამ სისულელეს ვინმე დათანხმდება, გამორიცხულია!” - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო