რომან გოცირიძე - ახლა უნდათ, რომ წინასწარ, ოპოზიციისთვის მიუღებელი ვარიანტი შესთავაზონ საზოგადოებას და შემდეგ თითი გაიშვირონ ოპოზიციისკენ, თითქოს მათ გამო ჩაიშალა მოლაპარაკებები

შემოთავაზებული მექანიზმი არ არის პროპორციულთან დაახლოებული, სხვადასხვა მანიპულაციები აქვთ ჩადებული ამ შემოთავაზებაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება შეგნებულად სთავაზობს ოპოზიციას ისეთ წინადადებას, რომელსაც ოპოზიცია არ გაიზიარებს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ამით ხელისუფლებას დროის მოგება სურს, რათა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის დადგენილი ვადა ამოიწუროს.

„ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ამომრჩევლის მოტყუებას. იგივენაირად მოქმედებს, როგორც მოქმედებდა აქამდე. ახლაც უნდათ, რომ წინასწარ ოპოზიციისთვის მიუღებელი ვარიანტი შესთავაზონ საზოგადოებას და შემდეგ თითი გაიშვირონ ოპოზიციისკენ, თითქოსდა მოლაპარაკებები ჩაიშალა ოპოზიციის გამო. წინასწარ შეგნებულად გვთავაზობენ მიუღებელ წინადადებას. მიუღებელია ეს წინადადება, რადგან ოპოზიცია ითხოვდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და კომპრომისი იყო პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის ფორმირება. არ არის ეს პროპორციულთან იოტისოდენად ახლოც კი. შეგნებულად მიდიან ამაზე, რათა ამოიწუროს კონსტიტუციური ვადები ცვლილებებისთვის და შემდეგ განაცხადონ, რომ ისინი რაღაცას გვთავაზობდნენ და ოპოზიციას არ უნდოდა. შეგნებულად გვთავაზობენ ისეთ წინადადებას, რომელიც უარყოფილი იქნება ოპოზიციის მიერ, რომ შემდეგ თავი იმართლონ საერთაშორისო პარტნიორებთან და საკუთარ ამომრჩეველთან, რომ რაღაც შემოგვთავაზეს. 110/40 არის მიუღებელი. არ არის შემოთავაზებული მექანიზმი პროპორციულთან დაახლოებული, თანაც არის უამრავი სხვა დეტალი - გვთავაზობენ ოლქების ისე დაჩეხვას, რომელიც იქნება ხელისუფლებისთვის მისაღები, სხვადასხვა მანიპულაციები აქვთ ჩადებული ამ შემოთავაზებაში. იციან წინასწარ, რომ არ დავეთანხმებით. მოლაპარაკება გაგრძელდება და ველოდებით ადეკვატურ და გონივრულ შემოთავაზებას,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო