ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნების“ მიერ გახმოვანებული წინადადება უნდა ვნახოთ დაწერილი კანონპროექტად, რა დეტალებს გულისხმობს და ამის ნახვის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ მოსაზრების გამოთქმა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ოპოზიციური ერთობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი.

„ქართული ოცნების“ მიერ გახმოვანებული წინადადება უნდა ვნახოთ დაწერილი კანონპროექტად, რა არის, რა დეტალებს გულისხმობს და ამის ნახვის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ მოსაზრების გამოთქმა. ველოდებით კონკრეტულ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ მხრიდან. გამოითქვა ინიციატივა, რომ თუ დროში ვერ მოვასწრებთ საბოლოო შეთანხმებას მაჟორიტარების და პროპორციულის ციფრებთან, გააკეთოს ხელისუფლებამ ინიცირება და დაიწყოს იმ წინადადებით, რომელიც მათ თქვეს, თუნდაც 110/40-ზე, რომელიც არ არის მისაღები, მაგრამ პირველ ეტაპზე შეიძლება ამის ინიცირება დაიწყოს ხელისუფლებამ და შემდეგ საკონსტიტუციო განხილვების დროს მარტივად შეიძლება საბოლოო კონსენსუსი იქნეს მიღწეული პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილნი და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის ერთობა, რომელიც უდავოდ არსებობს იმ თემებთან დაკავშრებით, როგორებიცაა პოლიტიკური რეპრესიები და ის, რომ კომპრომისი აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული და სურვილი იმისა, რომ მაქსიმალურად პროპროციული სისტემა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს