ანრი ოხანაშვილი - თუ ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ შეთანხმების უპირობო საფუძველი უგულავას გათავისუფლებაა, მაშინ ძალიან მძიმე გამოვლინებასთან გვაქვს საქმე

თუ ახლა ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ შეთანხმების უპირობო საფუძველი მსჯავრდებულ უგულავას გათავისუფლებაა, მაშინ ძალიან მძიმე გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას რომლის თანახმად, ოპოზიციის ნაწილი 130/20 მოდელზე შეთანხმების შემთხვევაში, პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ელოდება.

ოხანაშვილის განცხადებით, სირცხვილია, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების დროს ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ამ საკითხით ვაჭრობდეს.

„ბატონ უგულავას სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში არ აქვს გასაჩივრებული. თუკი ადამიანი განაჩენს არ ასაჩივრებს, გამოდის, რომ ეთანხმება ამ განაჩენში დაფიქსირებულ მსჯავრდებას. თუ ახლა ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ შეთანხმების უპირობო საფუძველი მსჯავრდებული უგულავას გათავისუფლებაა, მაშინ ძალიან მძიმე გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაზე საუბარი მსჯავრდებულის გათავისუფლება/არგათავისუფლებასთან მიმართებით მიმდინარეობდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც პირის მსჯავრდების თუ გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ამას თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და სირცხვილია, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების დროს ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ვინმე მსჯავრდებულის გათავისუფლებით ვაჭრობდეს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი ოპოზიციას პარლამენტში მეტი პროპორციით შესვლის შესაძლებლობას აძლევს.

„აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ შეთანხმების საფუძველი გახდებოდა პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელი. ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი ყველანაირად სამართლიანი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მორგებულია. ეს მოდელი ოპოზიციურ ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი პროპორციით შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში. თუ ვინმეს იმედი არ აქვს, რომ საერთოდ შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას და ამის გამო წინმსწრებად თავს იზღვევს, რომ შეთანხმება არ სურს, ეს არის იმ გაკოტრებული პოლიტიკური ჯგუფების პრობლემა, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოება „ევროპული საქართველოს“ სახელით, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ აწარმოებენ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს