ეკატერინე ტიკარაძე - ხვალ გაიმართება ვიდეო კონფერენცია, სადაც ჩინელი ექიმები, ქართველ სამედიცინო პერსონალს, კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცდილებას გაუზიარებენ

კორონავირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას და აღნიშნა, რომ ის თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა მაგალითის მომცემია. მინისტრმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მიუსამძიმრა.

„მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ გამოსავლებზე და ასევე შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს ჩვენს შორის, ხვალ გაიმართება ვიდეო კონფერენცია, სადაც ჩინელი ექიმები, ქართველ სამედიცინო პერსონალს, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს რა თქმა უნდა იქნება პრევენციული ხასიათის. ჩინელი მედპერსონალი იქნება მუდმივ ხაზზე თუ ქართველ ექიმებს გარკვეული კითხვები ექნებათ ვირუსთან ბრძოლის შემთხვევაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს, გვერდში დგომისთვის, მადლობა გადაუხადა და ის პრევენციული ღონისძიებები რასაც საქართველო ახორციელებს დადებითად შეაფასა.

„დღეს მინისტრთან განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, გავცვალეთ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა ერთობლივად შევძლოთ ვირუსთან ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს ექიმებს, პირველებს ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, შესაბამისად პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ხვალ ვიდეო კონფერენციაც გაიმართება, რათა ქართველმა მედპერსონალმა სწორედ მათგან მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა ლი იანმა, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა