კუნძულ ლესბოსთან მიგრანტთა ნავი ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან მიგრანტთა ნავი ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საზღვრის გახსნის შემდეგ მიგრანტთა ნაკადი ევროკავშირში მოხვედრას ცდილობდა. საბერძნეთის ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთის კუნძულებზე ამ დროისთვის სულ მცირე 1000 მიგრანტი გადავიდა, ხოლო სახმელეთო საზღვრიდან ქვეყანაში შესვლას 10 000-ზე მეტი პირი ცდილობს.

„ეს ყველაფერი არის თურქეთის მიერ წახალისებული“, - აცხადებს საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერი მედიასთან საუბრისას. „ეს არის პირდაპირი, სერიოზული, მწვავე და ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისადმი“,-ამბობს სტელიოს პეტსასი.

ამასთან, საბერძნეთი მიგრანტებს აფრთხილებს, ნუ ეცდებიან გადალახონ ქვეყნის საზღვრები, რაგან ისინი „უმკაცრესად კონტროლდება“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის საზღვრების ჩაკეტვას არ აპირებს. „გვიანია. ევროპამაც უნდა გაინაწილოს ეს ტვირთი“, - აღნიშნა ერდოღანმა.

იხილეთ ვიდეო: კუნძულ ლესბოსთან მიგრანტთა ნავი ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს