კოტე კემულარია - ჩამკეტი შეიძლება ჰქონდეს ონკანს, კანონს ჩამკეტი არ შეიძლება ჰქონდეს, ეს ყველაფერი არის სიბრიყვე

არანაირი რესურსი იმისა, რომ საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს აღარ არსებობს, ამის უნარი ამ ხელისუფლებას არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

კოტე კემულარიას თქმით, აქვთ ინფორმაცია ინფორმაცია, რომ უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე „იყო აყალ-მაყალი და წამოხტომა, მათ შორის მაჟორიტარების მხრიდან.”

„ხელისუფლებას, რომელსაც ხელთ უპყრია ძალაუფლება არ აქვს უნარი და მოკლებულია ყველა შესაძლებლობას რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება ჩამკეტს, ჩამკეტი შეიძლება ჰქონდეს ონკანს, კანონს ჩამკეტი არ შეიძლება ჰქონდეს, ეს ყველაფერი არის სიბრიყვე. ვინ ენდობა მათ, რომელთაც გადააგდეს ყველა, რომ აქ რაღაც ჩამკეტ მექანიზმზე ველაპარაკოთ. რასაც ისინი სთავაზობდნენ ოპოზიციას ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ, ეს ყველაფერი ისევ ,,ბლეფი” აღმოჩნდა და არანაირი რესურსი იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, აღარ არსებობს, ამის უნარი ამ ხელისუფლებას არ აქვს,” - განაცხადა კოტე კემულარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა