BPN - ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს

ყაზახეთში, ქალაქ ნურ-სულთანში საქართველოდან ექსპორტირებული, 1,2 ტონა ინფიცირებული მანდარინი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნურ-სულთანში ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, კარანტინის ინსპექციამ საქართველოდან იმპორტირებული მანდარინის დიდი ტვირთი გამოავლინა, რომელიც ჭიით იყო დაავადებული. მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ინსპექტორმა 1210 კგ მანდარინი გაანადგურა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროდუქტის მფლობელ ბიზნეს-სუბიექტს ჯარიმა დაეკისრება.

როგორც ცნობილია, აღნიშული ჭია აზიანებს როგორც ბოსტნეულს, ისე ხილს და ანადგურებს მცენარეებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში მანდარინის მოსავალმა 50 ათას ტონაზე მეტ შეადგინა. ამასთან, 2019 წლის სექტემბრიდან, 2020 წლის იანვრის ნახევრის ჩათვლით, 31 ათასი ტონის, ანუ მოსავლის 62%-ის ექსპორტირება მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს