საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მოქალაქეთა მისაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების ცენტრში, ასევე სამინისტროს სამოქალაქო მისაღებსა და სხვა ადგილებში კორონავირუსის (CODIV-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შენობის განსაზღვრული არეალები, მათ შორის სამგზავრო ლიფტები, კიბეები, მოქალაქეთა მისაღებ სივრცეებში კარებები, კედლები და ოთახებში განთავსებული ნივთების ზედაპირები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მოქალაქეთა მისაღები ცენტრი ასევე აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარით, ოპერატორები მოქალაქეებს და ვიზიტორებს ემსახურებიან სპეციალური პირბადეებით და სამუშაო ხელთათმანებით.

პირველადი სადეზინფექციო და დამცავი ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოებს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში ყოველ დღე განახორციელებს“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა