გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდზე - ვიდრე დეტალებში დავიწყებთ საუბარს, კეთილი ინებონ და საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ თავიანთი წინადადების შესახებ

თუ რაღაცის გაკეთებას აპირებენ, ძალიან მარტივი რამ აქვთ გასაკეთებელი, გამოვიდნენ, ჩვენთან ერთად მოუყვნენ საზოგადოებას თავიანთი წინადადებები და ჩვენ 100%-იან არგუმენტაციას მოგიტანთ თუ რატომ არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული იდეები არის მიუღებელი.

„მომლაპარაკებლებმა მოვუყევით ყველაფერი, რაც მოსაყოლი იყო არაფორმალურ განხილვებზე, მათ შორის იმ იდეების კომპლექსზე, რომლითაც ხელისუფლება შემოდიოდა ამ არაფორმალურ კონსულტაციაში და რასაც ჩვენ ვპასუხობდით ამ კონსულტაციების დროს. მოლაპარაკების მაგიდის მონაწილეები შეთანხმდენ, რომ ეს იდეები არის მიუღებელი, მაგრამ სანამ დეტალებში დავიწყებთ საუბარს, კეთილი ინებონ, მეორე ბრიფინგიც გააკეთონ და საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ თავიანთი წინადადება. სანამ ეს არ იქნება, არაფერი არ არის შეთავაზებული. ყველა ლაპარაკს თან უნდა ერთვოდეს იმის ახსნა-განმარტება, რას აპირებენ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს თუ რაღაცის გაკეთებას აპირებენ, ძალიან მარტივი რამ აქვთ გასაკეთებელი, გამოვიდნენ, ჩვენთან ერთად მოუყვნენ საზოგადოებას თავიანთი წინადადებები და ჩვენ 100%-იან არგუმენტაციას მოგიყვანთ თუ რატომ არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს