სოფო კილაძე - როდესაც ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ვხედავ, მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, რომ ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულაო

როდესაც ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ვხედავ, მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, რომ ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულაო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებთან ერთად, ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს და არ აინტერესებს, ამას რის ფასად მიაღწევს.

„ნაცმოძრაობა", თავის სხვადასხვა განშტოებასთან და ერთკაციან პარტიებთან ერთად, ცდილობს, რომ ხალხის ძალიან მცირე რაოდენობის მხარდაჭერის პირობებში, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდეს. ეს ასე არ ხდება დემოკრატიაში. ამიტომ ის პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხალხის ნების საარჩევნო სისტემაში ასახვისთვის, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. როდესაც ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ვხედავ, მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, რომ ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულაო. ამათი ინტერესია ხელისუფლებაში მოსვლა და რა ფასად მოვლენ, ეს რად დაუჯდება ქვეყანას - ეს არ აინტერესებთ,"- განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა