კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში სადიზენფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ყველა სასწავლოკორპუსის აუდიტორიებსა და დერეფნებში, ასევე, ადმინისტრაციულ კორპუსში სადიზენფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა.

რექტორის განმარტებით, პირველ ეტაპზე სადეზინფექციო საშუალებებით ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა დამუშავდა. ანალოგიური წესით, ეტაპობრივად დამუშავდება უნივერსიტეტის სხვადასახვა სასწავლო კორპუსი.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ავტონომიის ფარგლებში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, 16 მარტამდე სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, გავითვალისწინეთ საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავიწყეთ სადეზიფენქციო სამუშაოები უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსში", - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა, ასვე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების რეკომენდაციათა გათვალისწინებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 2-დან 16 მარტამდეა შეჩერებული.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

Caption

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა