ავთანდილ თალაკვაძე - 24 საათის განმავლობაში, საზღვარზე შემოწმება 1600-მა ადამიანმა გაიარა, რომელთაგან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ორია გადაყვანილი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯამში, ყველა სასაზღვრო პუნქტზე 1600 ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებზე მგზავრების შემოწმება გაძლიერებულია.

“ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ მგზავრმა, რომელიც მოდის რისკ-ზონიდან, ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვეს ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ, არ დამალონ სიმპტომები, რომელიც აქვთ. საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ ყველა იმ რესპირაციული სიმპოტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული შესაძლო შემთხვევებთან, მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომ არ გამოიწვიოს აღნიშნულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების გადატვირთვა.

ამ დროისთვის, საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკაში რჩება 35 ადამიანი. 24 საათის განმავლობაში საზღვარზე 1600 ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი ადამიანი სასაზღვრო პუნქტიდან გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, მედიას მინდა ვთხოვო დაიცვან უსაფრთხო პერიმეტრი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, რომ ასე თანამშრომლობს და ხელს უწყობს ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას. გუშინ, 112-თან შეთანხმებით, დამატებითი ფილტრაციისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ყველა გამოძახებულ ზარზე აკეთებს რეაგირებას, ატარებს ინტერვიუს და იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა საჭიროებს გადაყვანას, გადაგვყავს შესაბამის კლინიკაში”,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: 24 საათში, საზღვარზე შემოწმება 1600-მა ადამიანმა გაიარა, რომელთაგან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 2 გადაიყვანეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო