პროფესიული კავშირების გაერთიანება - მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს განახორციელონ მკაცრი მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნას დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება, რის გამოც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს შრომითი საქმიანობის განხორციელებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, მიესალმებიან სახელმწიფოს მიერ გატარებულ პრევენციულ და სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან, თუმცა აქვე ყურადსაღებია ამ პროცესში იმ ადამიანების შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რომლებიც კარანტინის თუ თვითიზოლაციის გამო, ვერ ახერხებენ შრომითი მოვალეობების შესრულებას.

„აუცილებელია, საკარანტინო რეჟიმში მყოფ ადამიანებს, გაცდენილი სამუშაო დრო ჩაეთვალოთ საპატიოდ და სრულად აუნაზღაურდეთ იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, აუცილებელია, ანალოგიური რეჟიმი გავრცელდეს თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებზე, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ ცხადდებიან სამუშაო ადგილებზე და იმყოფებიან იძულებითი მოცდენის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, რადგან სოციალური პრობლემების გამო, შემოსავლის დაკარგვის შიშით, შესაძლოა, ადამიანებმა თავი აარიდონ თვითიზოლაციას და საფრთხე შეუქმნან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, თვითიზოლაციაში მყოფილი პირების აღრიცხვა სახელმწიფოს მიერ“,-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პროფესიული კავშირების გაერთიანებისადმი მომართვიანობა ცხადყოფს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას პრაქტიკაში. შესაბამისად, გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ყველა დასაქმებულს, ვისაც ამ კუთხით ექმნება პრობლემა დასაქმების ადგილას.

„ჩვენი მხრიდან, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გავაუქმეთ ან გადავდეთ მარტის თვეში ქალთა უფლებებთან დაკავშირებით დაგეგმილი არაერთი ღონისძიება და საპროტესტო აქცია-მანიფესტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს:

დასაქმებულებს ისარგებლონ კანონით მინიჭებული, დროებითი შრომისუუნარობის გამო, შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით;

დამსაქმებლებს საპატიოდ ჩაუთვალონ და სრულად აუნაზღაურონ, კარანტინში ყოფნის ან თვითიზოლაციის გამო, გაცდენილი სამუშაო დრო;

სახელმწიფო სტრუქტურებს განახორციელონ მკაცრი მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნას დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზად არის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან'', - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა