საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, აზერბაიჯანი და სომხეთი ირანიდან ტვირთებსა და ფიზიკურ პირებს საქართველოში გამოატარებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, აზერბაიჯანი და სომხეთი ირანიდან საქართველოსკენ მომავალ ტვირთებსა და ფიზიკურ პირებს გამოატარებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები მათთან ერთად დააკორდინიროს.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებმა, შექმნილი ვითარების გამო, საზღვარი დახურეს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. შექმნილი ვითარების გამო გადაადგილების პრობლემა შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგად მოგვარებულია დღევანდელ დღეს ეს პრობლემა და სატვირთო საშუალებები უკვე გამოტარებულია საზღვარზე, მოემგზავრებიან საქართველოსკენ. სომხეთის რესპუბლიკასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც მოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სომხეთ- ირანის საზღვრიდან სპეციალური ტრანსპორტით და სპეციალური კორიდორის მეშვეობით ტრანსპორტირებულები იყვნენ საქართველო- სომხეთის საზღვრამდე“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს