საგარეო უწყება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმციით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორთან, ნედრეტ ემიროღლუსთან. შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართული მხარის ძალისხმევას ქვეყენაში კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მისი შემდგომი გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მათ განსაკუთრებულად აღნიშნეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წვლილი აღნიშნულ პროცესში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო