მიხეილ სააკაშვილი - ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი - დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ სამშობლო არ გადაარჩინე, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს!

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გახსნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილმა Skype-ის საშუალებით მიმართა.

სააკაშვილის განცხადებით, გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.

„ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ "კარუსელები" გავაჩეროთ, ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრ ამომრჩეველს გამოვიყვანთ. ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება. ტყუილად ვიცხოვრეთ?! ჩვენს ცხოვრებას არაფერი აზრი არ ჰქონდა თუ ყველაფერს აზრი ჰქონდა. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს სამშობლოს ვუმტყუნოთ. დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ შენი სამშობლო არ გადაარჩინე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს! ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება