პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ პარტიის ოფისში ქალთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში პარტიის ლიდერებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პარტიის ხედვა და გეგმები ქალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით.

„ლელო საქართველოსთვის“ მზადყოფნა გამოთქვამს, მჭიდროდ ითანამშრომლოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით; გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები და სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშები; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში ქალების გაძლიერების ერთიანი ხედვისა და პოლიტიკის შემუშავებაში.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს: ქალების როლის გაზრდაზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალების წინაშე არსებულ პრობლემებზე და პარტიის სამოქმედო გეგმაში ასახვაზე (მაგ.: შრომითი უფლებები, ჯადაცვა, ძალადობა, განათლება, მარტოხელა/მრავალშვილიანი დედები, მიგრანტი ქალები). ქალების ჩართულობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მათ მიერ ინიცირებული საკითხების მხარდაჭერაზე. არჩევნებისთვის (მათ შორის ადგილობრივი) მზადების პროცესში ძლიერი ქალი ლიდერების გამოკვეთასა და ხელშეწყობაზე. პარტიის ქალი წევრების/ლიდერების მხარდაჭერაზე (სემინარები, ტრენინგები და სხვა).

,,ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. შევაჯერეთ რიგი საკითხები, ვიმსჯელეთ ქალთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ. ,,ლელოს’’ მიზანია, მომავალში აქტიურად ითანამშრომლოს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პარტიის ყველა ქალ წევრთან'', - განაცხადა დეა მეტრეველმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი პრიორიტეტია ქალთა გაძლიერება და ქალთა პოლიტიკის შემუშავება.

„რაც გულისხმობს, რომ ხელი შევუწყოთ ქალებს, იყვნენ უფრო აქტიურად ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პარტიაში ჩვენ გვაქვს მყარად განსაზღვრული პრიორიტეტი, გვყავდეს მეტი ქალი როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე, ასევე მნიშვნელოვან პოზიციებზე'', - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, ბაია პატარაია კი მიესალმება იმ ფაქტს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში ,,ლელო საქართველოსთვის’’ წარადგენს თავის ხედვას ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით და გამოყოფს კონკრეტულ საკითხებს, სადაც მოიაზრება ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს