კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის აუდიტორიებსა და დერეფნებში, ასევე, ადმინისტრაციულ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა.

რექტორის განმარტებით, პირველ ეტაპზე სადეზინფექციო საშუალებებით ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა დამუშავდა. ანალოგიური წესით, ეტაპობრივად დამუშავდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სასწავლო კორპუსი.

"საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ავტონომიის ფარგლებში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, 16 მარტამდე სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, გავითვალისწინეთ საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავიწყეთ სადეზიფენქციო სამუშაოები უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსში", - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა, ასვე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების რეკომენდაციათა გათვალისწინებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 2-დან 16 მარტამდეა შეჩერებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა