სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებს

სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „112"-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, "112"-ში კორონავირუსული ინფექციის მოტივით გამოძახების დაფიქსირების დროს, შესაბამისი სამსახურები გამოძახებათა ფილტრაციასა და წინასწარ იდენტიფიკაციას ახდენენ.

„სპეციალისტების მიერ სხვადასხვა კრიტერიუმით და შესაბამისი პროტოკოლით ფასდება - რამდენად მიეკუთვნება შემოსული ზარი კორონავირუსთან დაკავშირებულ საეჭვო შემთხვევას, რის შემდგომაც, საჭიროებისამებრ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟი მოქალაქეებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას პერსონალური დაცვის შესაბამისი აღჭურვილობით უწევს“, - აცხადებენ „112"-ში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო