პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 80%, რომელთაც ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობა ექნებათ, ჩარევის გარეშე მოერევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ინფიცირებულთა 80 პროცენტი, რომელსაც ექნება ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობა, თვითონ მოერევა ვირუსს, ჩარევის გარეშე.

როგორც პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამის პრეცედენტი ბევრ ქვეყანაში არსებობს.

„ბევრ ქვეყანაში სახლში ტოვებენ პაციენტებს, ვისაც პირობები აქვთ. ამის პრეცედენტები იყო იტალიაშიც და აშშ-შიც. რადგან ახალი ვირუსია დაემართება ბევრს ესაა განსხვავება სხვა ვირუსებისგან. ამ ვირუსს ჯერ ადამიანების პოპულაცია არ შეხებია.

რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა არ იქნება ალბათ წელი, წელიწადნახევარი მაინც, თუ იქნა საერთოდ“,-განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, აზრი, რომ კორონავირუსი ზაფხულში კვდება, რადგან ახალი ვირუსია, ამის თქმა ჯერ ძნელია.

„ ვირუსი იბრძვის ადამიანების პოპულაციაში თვითგადარჩენისთვის. მას ადამიანის მოკვლა „არ აწყობს“, ის მოხვდა უცნობ გარემოში, სანამ ის შეგვეგუება მანამდე უნდა მოგვერგოს, შეიძლება ის გახდეს სეზონური ვირუსი ანუ, ზამთრის სეზონის, მომდევნო წლებში სიმძიმეც, აგრესიულობაც ნაკლები იქნება. ძალიან ბევრ საქართველოზე უფრო მდიდარ ქვეყნებში სამხედრო ყაზარმებში ჰყავთ საკარანტინო ხალხი, ზოგ ქვეყანაში მათ შორის კარვებში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო