მეუფე შიო - უფალი გვასწავლის, როგორ უნდა ვიმარხულოთ, უფალი ამბობს - შენი მარხვა ნუ იქნება მოსაჩვენებლად, რომ სხვას დაანახო, თუ მარხვა თავმოწონების მიზეზი გახდა, ფუჭია შენი მარხვა, ამას სჯობს ხორცი ჭამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა მიტევებისა და შენდობის კვირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეუფე შიომ ქადაგების დროს მარხვის მნიშველობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მეუფე შიომ მაცხოვრის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ თუ ადამიანს გულში აქვს მიუტევებელი ცოდვა, მრისხანება, მასთან სული წმინდის მადლი ვერ მივა.

„იესო ქრისტეს სიტყვებია: „აპატიეთ თქვენს მოყვასებს შეცოდებანი მათნი და ღმერთიც გაპატიებთო, თუ თქვენ აპატიებთ უფალიც გაპატიებთ, თუ თქვენ არ აპატიებთ, უფალიც არ გაპატიებთ“. რატომ ამბობს ამ ფორმით უფალი, მეც არ გაპატიებთო? ეს არის ხატოვანი გამოთქმა. უფლის ენით ეს სხვა რამეს ნიშნავს. „მე შენ არ გაპატიებ“ ნიშნავს სული წმინდის მადლი ვერ მოვა. ვერ გაპატიებ, ვერ მოვალ შენთან, ვერ დავიმკვიდრებ შენთან, თუ შენს გულში გაქვს მიუტევებელი ცოდვა, მრისხანება. თუ ეს წყენა გაქვს ვერანაირი მადლი სულისა წმინდისა ვერ მოვა. ამის თქმა უნდა უფალს. უფალი გვასწავლის როგორ უნდა ვიმარხულოთ. უფალი ამბობს, რომ შენი მარხვა ნუ იქნება მოსაჩვენებლად რომ სხვას დაანახო. თუ მარხვა თავმოწონების მიზეზი გახდა, ფუჭია შენი მარხვა, ამას სჯობს ხორცი ჭამო,“ - განაცხადა მეუფე შიომ.

იხილეთ ვიდეო: მეუფე შიო - უფალი გვასწავლის, როგორ უნდა ვიმარხულოთ,უფალი ამბობს - შენი მარხვა ნუ იქნება მოსაჩვენებლად, რომ სხვას დაანახო, თუ მარხვა თავმოწონების მიზეზი გახდა, ფუჭია შენი მარხვა, ამას სჯობს ხორცი ჭამო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო