პაატა იმნაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები? ეს ეკლესიის საქმეა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მათი რეკომენდაციაა, რომ ერთჯერადი კოვზი არ იყოს გამოყენებული არც ერთ სიტუაციაში.

როგორც იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ის ვერ შეცვლის რელიგიურ რიტუალებს, რადგან ეს ეკლესიის საქმეა.

„ჩვენ არ ვადგენთ წესებს რელიგიური რიტუალებისთვის, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციებს, სულერთია, რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები? ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. მე რა ის მაქვს, რომ შევცვალო დამკვიდრებული ტრადიციები“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, 29 თებერვალს საპატრიარქომ კოროვანირუსის პრევენციის მიზნით, ზიარების დროს ერთჯერადი კოვზის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „არაერთხელ გავრცელდა სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, ასეთ პერიოდებში მართლმადიდებლები არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს“.

იხილეთ ვიდეო: უნდა იყოს თუ არა ზიარებისას გამოყენებული ერთჯერადი კოვზები?

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა