ლატვიაში, საუდის არაბეთსა და სენეგალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ლატვიაში, საუდის არაბეთში და სენეგალში.

ლატვიაში კორონავირუსის შემთხვევა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

საუდის არაბეთში კორონავირუსი ირანიდან დაბრუნებულ მოქალაქეს დაუდგინდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, იგი კარანტინში იმყოფება და საუდის არაბეთში დაბრუნებისას ირანში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ გაამხილა.

სენეგალში კი კორონავირუსი ფრანგ მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც 26 თებერვალს საფრანგეთიდან საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდა. პაციენტს მანამდე კონტაქტი ჰქონდა ცოლ-შვილთან. ამჟამად იგი საავადმყოფოში კარანტინში იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს