თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპისკენ მალე მილიონობით მიგრანტი და ლტოლვილი გაემართება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპისკენ მალე მილიონობით მიგრანტი და ლტოლვილი გაემართება. სატელევიზიო გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის შიგნით ე.წ. უსაფრთხო ზონებში ლტოლვილების დასახლების საქმეში ევროკავშირმა თურქეთს არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა.

„მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში თურქეთმა ევროპისკენ გასასვლელი გაუხსნა მიგრანტებს, ასობით ათასმა მათგანმა გადაკვეთა საზღვარი. მალე მათი რიცხვი მილიონებს მიაღწევს“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარა რამდენიმე თვის მანძილზე საუბრობდა, რომ იდლიბიდან დამატებით დევნილთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებოდა და საზღვრებს ევროპისკენ გახსნიდა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა