თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება ყველა სერვისცენტრის, მათ შორის, მერიის მოქალაქეთა მისაღების სადეზინფექციო სამუშაოები. მუნიციპალური სივრცეები, სადაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, იქნება სათანადო წესით დამუშავებული“, - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

მათი ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ყოველდღიურად ტარდება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა