ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ხვალ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოშია დაბარებული

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ის 3 მარტს 12:00 საათზე გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაიბარეს.

კუპრავა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სამმართველოში მივა.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ მისვლას. მე აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რაც მთხოვა ორგანომ, მონაწილეობა მივიღე. ჩემი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ წოლითი რეჟიმი მქონდა, მივედი, ჩვენებაც მივეცი, ექსპერიმენტებში მონაწილეობა მივიღე, ის მარშრუტები ვაჩვენე, სად ვიარე იმ დღეს, ჩემი მხრიდან თანამშრომლობა იყო მაქსიმალური და რა თქმა უნდა, ხვალაც ვაპირებ მისვლას“, - განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, კონკრეტული სახელები და გვარები არ იცის, ვინ დაესხა თავს, თუმცა მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს.

ცნობისთვის, 27 თებერვალს ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს