ეგზიტპოლები - ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების შედეგების მიხდევით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს, თუმცა პარტია „ლიკუდი“ უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმებს კვლავ ვერ აგროვებს.

ეგზიტპოლების შედეგებმა აჩვენა, რომ მემარჯვენე ბლოკმა, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, 120 ადგილიან პარლამენტში 59 მანდატი მოიპოვა. უმრავლესობისთვის კი სულ მცირე 61 ადგილია საჭირო.

უფრო კონკრეტულად, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ არჩევნებში 36-37 ადგილი მოიპოვა, მეორე ადგილზეა მისი მთავარი ოპონენტის, ბენი განცის პარტია "ლურჯი და თეთრი" 34-34 მანდატით, დანარჩენმა პარტიებმა კი - 49-51 მანდატის მოპოვება შეძლეს.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელში ბოლო 11 თვის განმავლობაში მესამე არჩევნები ჩატარდა. 2019 წლის აპრილსა და სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში საკმარისი მანდატების მოპოვება და სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა