აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ შტატის ჯანდაცვის სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექვსი გარდაცვლილიდან ოთხი ასაკოვანი იყო, ან თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ვაშინგტონის შტატში რამდენიმე დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა