პუტინს სურს, კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განისაზღვროს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სურს, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ქორწინება კაცსა და ქალს შორის კავშირად განისაზღვროს.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაში, რომელიც პუტინმა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

გარდა ამისა, 24-გვერდიანი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს, რომ რუსეთში სახელმწიფო ენად რუსული ენა დაკანონდეს.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული ათასწლიანი ისტორიით, ინარჩუნებს წინაპრების მოგონებებს, ასევე მათ მიერ გადმოცემულ იდეალებსა და ღვთის რწმენას.“

გარდა ამისა, პუტინს სურს, რომ კონსტიტუციით რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ გამოცხადდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო