შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალი და ერთიანი მომსახურების ცენტრის - თბილისის და რუსთავის ფილიალები.

„სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ფილიალებში. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდება. ასევე გაგრძელდება ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო