დავით ზალკალიანის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას იმ ერთობლივ ქმედებებზე იმსჯელებენ, რომელიც კორონავირუსთან გასამკლავებლად არის საჭირო

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას იმ ერთობლივ ქმედებებზე იმსჯელებენ, რომელიც კორონავირუსთან გასამკლავებლად არის საჭირო.

მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებს შორის ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევიდან სწორედ საქართველოში გაიმართა და ასეთი ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისათვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკის გაღრმავებას, ასევე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, კულტურას, ხალხთაშორის ურთიერთობას. ეს არის ის ძირითადი თემები, რომელიც განხილული იქნება ვიზიტის დროს. ბუნებრივია, ასევე, ვისაუბრებთ, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთიც და საქართველო, ორივე გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები, წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება წელს. მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, კოორდინაცია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ერთობლივად გავუმკლავდეთ. ეს კოორდინაცია ძალიან ეფექტურად განხორციელდა განვლილი დღეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის დროსაც ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ერთობლივი ქმედებების ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რომელიც დაგვეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში”,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველში დღეს იწყება და 4 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო: ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას ერთობლივ ქმედებებზე იმსჯელებენ, რომელიც კორონავირუსთან გასამკლავებლად არის საჭირო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს