ერდოღანი - რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ევროპელები, თურქეთი აღარ აპირებს მოუაროს მილიონობით სირიელ ლტოლვილს კიდევ 9 წლის მანძილზე

რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ევროპელები, თურქეთი აღარ აპირებს მოუაროს მილიონობით სირიელ ლტოლვილს კიდევ 9 წლის მანძილზე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროპელები ფიქრობენ, რომ თურქეთი კვლავ განაგრძობს ლტოლვილების შენახვას კიდევ 9 წელი. ეს აღარ მოხდება. როცა საქმე სირიელ ლტოლვილებს ეხება, თურქეთმა თავისი პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ევროკავშირმა 18 მარტს მიღებული დეკლარაციის პირობები არ შეასრულა და აგრძელებს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარამ ლტოლვილებისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა სამართლიანად გადაინაწილოს ეს ტვირთი. მათი შეპირებული 1 მილიარდი ევრო აღარაფერში გვჭირდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარა რამდენიმე თვის მანძილზე საუბრობდა, რომ იდლიბიდან დამატებით დევნილთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებოდა და საზღვრებს ევროპისკენ გახსნიდა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა